აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აგვისტოში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად გაძვირდა:
⚫ ზეთი და ცხიმი – 43.9%
⚫ ბოსტნეული და ბაღჩეული – 42.2%
⚫ რძე, ყველი და კვერცხი – 17.3%
⚫ ტკბილეული – 16.9%
⚫ პური და პურპროდუქტები 13.0%
⚫ თევზეული – 11.9%
⚫ ხორცი და ხორცპროდუქტები – 8.3%
ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტი იყო, ივლისში 11.9 პროცენტამდე გაიზარდა. აგვისტოში კი, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 12.8 პროცენტი შეადგინა.