ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში ქარიშხალ “იდას“ 25 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში ქარიშხალ „იდას“, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული მონაცემებით, 12 ადამიანი ნიუ-იორკის შტატში, ხოლო 13 – ნიუ-ჯერსიში დაიღუპა.
მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ წყალდიდობა როგორც ამინდთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენა შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი ნალექის გამო, ქალაქ ნიუ-იორკში მეტროსადგურის ყველა ხაზის მუშაობა შეიზღუდა, დაიტბორა ქუჩები.
წყარო: newposts.ge