გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია

გა­ცხა­დე­ბუ­ლი უარი ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მი­ღე­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რი ნა­ბი­ჯია, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ დღეს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა გახ­და”.

“დღეს 2 სექ­ტემ­ბე­რია და ზუს­ტად ერთი თვე რჩე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე! არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი გზის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლი არის და იქ­ნე­ბა. უნდა შევ­ძლოთ და ჩა­ვა­ტა­როთ სა­მა­გა­ლი­თო არ­ჩევ­ნე­ბი სი­ძულ­ვი­ლის ენის, ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე, დე­მოკ­რა­ტი­ულ, კონ­კუ­რე­ტულ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში! ამას ელო­დე­ბი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ამას და­აკ­ვირ­დე­ბი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი! აქამ­დე მო­ვე­დით და გა­დავ­ლა­ხეთ უამ­რა­ვი პო­ლო­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე, რომ არა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, სო­ლი­და­რო­ბა, გვერ­დში დგო­მა და გა­წე­უ­ლი შრო­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და პან­დე­მი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა, თუ ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გაძ­ლე­ბა, გა­და­ლახ­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ისიც გვეს­მის, რომ რა­ი­მე სა­ხით, ან რამე მი­ზე­ზით ევ­რო­პუ­ლი თა­ნად­გო­მი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და რე­გი­ო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სის შე­სუს­ტე­ბა, ხელს აძ­ლევს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის იმ შიდა თუ გარე ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­მო­იწ­ვი­ონ ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია თუ და­სუს­ტე­ბა.

სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ცხა­დე­ბუ­ლი უარი ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მი­ღე­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რი ნა­ბი­ჯია.

ეკო­ნო­მი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი – ვა­ლის შემ­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა – ანა­ლიზს ვერ უძ­ლებს! რო­გო­რიც არ უნდა იყოს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ზრდა, თუნ­დაც ორ­ციფ­რი­ა­ნი, ის მა­ინც არ ანუ­ლი­რებს იმ სო­ცი­ა­ლურ და ადა­მი­ა­ნურ ზი­ანს, რაც კო­ვიდ­მა მო­უ­ტა­ნა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, და რისი შემ­ცი­რე­ბაც უშუ­ა­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი 75 მი­ლი­ონ ევ­რო­ი­ა­ნი (ანუ 300 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის) სეს­ხი. გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ დღეს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბა გახ­და. სა­ნამ ორ­ციფ­რი­ა­ნი ზრდის შე­დე­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბა, დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმის ლო­გი­კა ძნე­ლად გა­სა­გე­ბია!

ცოტა არ იყოს პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც ჟღერს ერთი ხე­ლით ევ­რო­პის სეს­ხზე უა­რის თქმა და მე­ო­რე მხრივ, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა, მა­შინ, როცა იგი დიდ­წი­ლად ევ­რო­პი­დან წა­მო­სუ­ლი სეს­ხე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა!

ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი ამ ნა­ბი­ჯის, ამ სეს­ხის აღე­ბა არ აღე­ბით – არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. აქ მთა­ვა­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია, ჩვე­ნი სი­ტყვის სან­დო­ო­ბაა! მარ­თა­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ სეს­ხზე უა­რის თქმის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, თუმ­ცა სესხთან ერ­თად ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­მართ ცვა­ლე­ბა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ცალ­მხრი­ვი აუხ­სნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, აი­სა­ხოს, რო­გორც ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ რე­ი­ტინგზე, ასე­ვე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის გან­წყო­ბა­ზეც.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი იზო­ლა­ცი­ო­ნიზ­მი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში მდი­დარ ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც მი­უღ­წე­ვა­დია, და ჩვენ­თვის რო­გორც პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო ილუ­ზი­აა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ უდევს სა­ფუძ­ვლად, თუმ­ცა სა­ჭი­როა სიფრ­თხი­ლე, რათა ასეთ­მა ნა­ბი­ჯებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ გა­ა­ჩი­ნოს ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის სო­ლი­და­რო­ბა­სა და პარტნი­ო­რო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ს არა თუ ეს­მის, კი­დე­ვაც იზი­ა­რებს. ისიც უნდა გვეს­მო­დეს, რომ ავ­ღა­ნე­თის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­მნე­ბა, სა­დაც ჩვე­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­ზე ვიდ­რე აქამ­დე.

როცა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვპირ­დე­ბით „მეტ ევ­რო­პას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეტ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პა­ში“ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს 2024 წელს კან­დი­და­ტუ­რის გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას, ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ გზა­ზე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის სრუ­ლი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა!

ჩემი როლი ნა­თელ­ზე ნა­თე­ლია ამ ვი­თა­რე­ბა­ში: მე ვდგა­ვარ და ვიდ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მხა­რეს, ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, რომ არა­ვინ, არც ხე­ლი­სუსფლე­ბამ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით და არც დესტრუქ­ცი­ულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მე­ლიც დღეს თავ­ხე­დუ­რად ხელს აწერს დო­კუ­მეტს, რო­მელ­საც 6 თვე ძირს უთხრი­და, შეძ­ლოს ამ გზის არე­ვა და ამით ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბა. ერთს ეკუთ­ვნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ა­ტა­როს არ­ჩევ­ნე­ბი, შე­ას­რუ­ლოს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­ამ­ყა­როს ქვეყ­ნის მი­მართ ნდო­ბა; მე­ო­რეს კი არ უნდა მი­ე­ცეს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უმი­ზე­ზოდ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბით.

ჩემი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია: მე ვარ ერ­თგუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი იმის, რა­საც ვი­ცავ მუდ­მი­ვად პირ­ვე­ლი დღი­დან: სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბა, დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მოკ­რა­ტია და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი!“, – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

 

“ამბები.ჯი”