“თალიბანისთვის” სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობა არ განიხილება – თეთრი სახლი

აშშ რადიკალური მოძრაობა „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას არ განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„არავინ უნდა მიიჩნევდეს, რომ ამჟამად ჩვენ „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქებას განვიხილავთ. ეს საკითხი აქტიურად არ განიხილება და ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით“ – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

31 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის თითოეული ნაბიჯი დაფუძნებული იქნება არა იმაზე, თუ რას ამბობს „თალიბანის“ ხელმძღვანელობა, არამედ იმაზე, რას აკეთებს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

წყარო: newposts.ge