კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებისთვის, როგორც კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის განცხადებას მიიღებს. ამ თემაზე თბილისის მერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„როგორც კი დარგის სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რომ სიტუაცია მიდის უკეთესობისკენ, გამოსწორებულია ვითარება და მდგომარეობა, ნაკლებია სიკვდილიანობა, ნაკლებია ადამიანების ინფიცირება, რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ტრანსპორტის გაჩერება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მობილობას აგდებს. ზოგადად, ასეთ რთულ ვითარებაში, ტრანსპორტი (ვირუსის) გავრცელების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, რაც ძალიან ცუდია“, – განმარტა კალაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 13 სექტემბრამდე არის აკრძალული.

 

“იმედინიუსი”