ანტითალიბანური მოძრაობის ლიდერმა აჰმად მასუდმა განაცხადა, რომ ის მზად არის, მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად. ამის შესახებ Reuters იუწყება.
შესაბამისი მოწოდებით ავღანეთის რელიგიური ლიდერები გამოვიდნენ. მანამდე თალიბებმა განაცხადეს, რომ ფანჯშირის ხეობაში მოწინააღმდეგეს დაცვა გაარღვიეს და ამ რეგიონის მთავარ ქალაქამდე, ბაზარაკამდე მივიდნენ.
„ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის იმ პირობით, რომ “თალიბანი“ ფანჯშირსა და ანდარაბში საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტს“. – დაწერა მასუდმა ფეისბუკში.
მოძრაობა „თალიბანისგან” ამ შეთავაზებაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის.
თალიბებმა ფანჯშირის ხეობაზე შეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მას წინ უძღოდა აჰმად მასუდთან უშედეგო მოლაპარაკებები. მოლაპარაკების ჩაშლაში ორივე მხარემ მოწინააღმდეგე დაადანაშაულა.