რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებს ორსული პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, „თალიბანის“ მებრძოლებმა ქალს, სახელად ბანუ ნეგარს, ოჯახისა და ნათესავების თვალწინ ესრულეს.
„თალიბანი“ მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათივე განცხადებით, ისინი ამ შემთხვევას აუცილებლად თავად გამოიძიებენ.
წყარო: itv.ge