ლიბიის ხელისუფლებამ მუამარ კადაფის ვაჟი, საადი კადაფი, ციხიდან გაათავისუფლა.
ლიბიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აბდულ ჰამიდ დებიბამ განაცხადა, რომ 48 წლის კადაფი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებული კადაფი თვითმფრინავით სტამბოლში გაემგზავრა.
2011 წლის არეულობის დროს საადი კადაფმა ნიგერს შეაფარა თავი, თუმცა 2014 წელს ის დააკავეს და ლიბიას გადასცეს.
2018 წელს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ საადი კადაფი უდანაშაულოდ ცნეს “მკვლელობაში, თაღლითობაში, მუქარის განხორციელებაში.“