ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დიახს’თ, ეხნატონი ონის იმპერიასთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის გაწყვეტამ დაღუპა…
ეგ კი არა, მისი ცოლი ნეფერტიტი, ონის იმპერატორის, რაჟიკო III რეხვიაშვილის, ქალი იყო…
თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ კუჭავას…“
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ონში,, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა:
„ზოფხიდურას და რიონის შესართავთან ნაპოვნია წარმოუდგენელი არტეფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე ათასწლეულების წინ, ეგვიპტესთან იყო პირდაპირი ვაჭრობა. მხოლოდ აქ და ეგვიპტეშია ნაპოვნი ისეთი შენადნობები, რომელსაც სხვაგან ანალოგი არ აქვს, რაც ადასტურებს, თუ რამდენად დიდი და ძლიერი იყო ეს კუთხე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის, ვაჭრობაში ამ ულამაზეს რეგიონს“