მიხეილ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არ მინდა, მასზე რაიმე აგდებულად ვთქვა, მაგრამ მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლაზე განცხადების დაანონსება ასე გაუთავებლად, წარმოუდგენელია. თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სერგეენკომ შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტი, რომ „ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“.
წყარო: itv.ge