ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ფოთელი პოლიგლოტის, 71 წლის ანატოლი (ტატული) გვასალიას გარდაცვალებას ეხმაურება:
ეს რა უბედურება გვჭირს?….
ასე რამ გადაგვაგვარა?….
სულ ზეპირად ვიცით “ფორბსის” რეიტინგებში ვინ სადაა და რამდენი ფული აქვს! ვინ სად და ვისთან წევს! რა ბრენდი აცვია და რამდენი გადაიხადა!
არა და, აგერ, წავიდა ამ ქვეყნიდან ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე საამაყო, ყველაზე მაგარი ქართველი… მსოფლიოში სულ ოცი კაცი რომ არის ისეთი!!!
წავიდა დაუფასებელი, მშიერი, გულნატკენი….
ფოთის საპატიო მოქალაქეობაც არავინ აღირსა………..
ალბათ, გადაცემაც არავის გაუკეთებია მასზე…
სად ეცალათ… პარტიულ-პოლიტიკური ლიდერები ყავდათ ჩასაძირ-გასაპიარებელი…
მართლაც, ღირსი ვართ იმისი, რაც გვჭირს ღირსებისა და სიამაყის გრძნობადაკარგულებს………….
წავიდა ამ ქვეყნიდან ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე საამაყო ქართველი… მსოფლიოში სულ ოცი კაცი რომ არის ისეთი!!!
წავიდა დაუფასებელი, მშიერი, გულნატკენი….
ფოთის საპატიო მოქალაქეობაც არავინ აღირსა………..
ალბათ, გადაცემაც არავის გაუკეთებია მასზე…