ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გახარია იყო „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის პროექტი – კახა კალაძე.
– “მიზანმიმართული ტყუილის გავრცელება მიდიოდა, რომ თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
– “ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა პირადად ჩემს წინააღმდეგ და ალბათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, რომ მართლა ასე ხომ არ არის, ყველაფერი ნათელია და შესაბამისად, ამიტომ იღებენ მისი გუნდის წევრები ამ გადაწყვეტილებას, რომ ტოვებენ პარტიას. კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია“ – განაცხადა კალაძემ.
წყარო: newposts.ge