საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს და მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
„ამჯერად, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და არ გვინდა, ვინმე ჩვენზე ძალადობდეს“ ,— ამბობს მიხეილ სააკაშვილი დღეს, 6 სექტემბერს გავრცელებულ მიმართვაში.
სააკაშვილის თქმით, დაპატიმრების არ ეშინია და დარწმუნებულია, რომ ხალხი მას გაათავისუფლებს.
“ნეტგაზეთი”