საქართველოში ბიუჯეტიდან დაფინანსებული ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება!

– “ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

– “ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 ათას ლარს შეადგენს. ლატარია, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი. ყოველდღიურად, 100-დან 500 ლარამდე გათამაშდება, ყოველკვირეულად – 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. წლის ბოლოს, იქნება შემაჯამებელი გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 ლარი იქნება“ – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

წყარო: ptn.ge