ზეწოლა გრძელდება, ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ   ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ.

“წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუს-ის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პრაქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ”, – წერს დეკანოიძე.