კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მსოფლიო პლატოზე გადავიდა – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვემ განაცხადა.
ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
– “მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, პლატოს მივაღწიეთ, თუმცა ის კვლავ მაღალ დონეზეა. ყოველ კვირას მსოფლიოში ვირუსის დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 4.4-4.5 მილიონს აღწევს და გარდაცვალების 67-68 ათასი შემთხვევა ვლინდება. ეს სიტუაცია შეშფოთებას იმიტომ იწვევს, რომ პანდემია უკვე 20 თვის განმავლობაში გრძელდება და ჩვენ პანდემიასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გვაქვს” – განაცხადა კერჰოვემ.
წყარო: newposts.ge