საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსაც. დელეგაციას ასევე დაგეგმილი აქვს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
“რუსთავი2”