საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
“იმედინიუსი’