რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავღანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მუაჰამედ ჰასან ახუნდი დაიკავებს, რომელიც გაეროს შავ სიაშია შეყვანილი. მისი მოადგილე მულა აბდულა ღანი ბარადარი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სირაჯუდინ ჰაქანი უხელმძღვანელებს, რომელზეც აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ძებნა აქვს გამოცხადებული.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნება „თალიბანის“ დამფუძნებლის შვილი მუჰამედ იაქუბ მუჯაჰიდი.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.
წყარო: ptn.ge