ვინ არის ჯანმო, რომელიც მოგვიწოდებს? არის მართლმადიდებელი? არის ეკლესიური? – მეუფე იობი

ვინ არის ჯანმო, რომელიც მოგვიწოდებს? არის მართლმადიდებელი? არის ეკლესიური? – განაცხადა ურბნელმა  მიტროპოლიტმა მეუფე იობმა, მარიამობის დღესასწაულზე, კორონავირუსსა და ვაქცინაციაზე ქადაგებისას:


“თუ ადამიანები იყოფიან, ზოგი მართა არის, ზოგი მარიამი. მართა არის ის, ვინც ზრუნავს, ვინც ფიქრობს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, გადარჩეს, თუ სასარგებლო არაა შენი გადარჩენა ღვთისათვის, რად გინდა ასეთი სიცოცხლე? ყალბია ასეთი ცხოვრება, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანიო. არ ჯობია, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ?

ვინ არის ჯანმო? ე.ი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მოგვიწოდებს… ჯერ რა, იცი? არის მართლმადიდებელი? არის ეკლესიური? “- აცხადებს სასულიერო პირი.

წყარო: „ნიუპოსტი“