“არ შემოხაზოთ 41…მათთვის სამშობლო არის რუსეთი, კაციჭამია რუსეთი”- ანზორ მელია

ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ნაცმოძრაობიდან” ანზორ მელია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:

„აუცილებლად მოდით არჩევნებზე.
აუცილებელი არ არის, მარტო ჩემს პარტიას მისცეთ ხმა – არ შემოხაზოთ 41 და არ შემოხაზოთ პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვალები დასთხარა ახალგაზრდებს.
თუ გინახავთ, რომ ამ ხელისუფლების რომელიმე წევრს სიტყვა სამშობლო ეხსენებინოს – მათთვის სამშობლო არის რუსეთი, კაციჭამია რუსეთი.
ვეებერთელა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ერთად გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალებს.“