მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა

მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა – ვახტანგ გომელაური.

მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

– “ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდან არის. დავაკავეთ, მადლობა ყველას, ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა“ – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობაში რჩებოდა.

მოგვიანებით, შსს-მ დაადასტურა, რომ ყველა მძევალი თავისუფალი იყო და არც ერთი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვდა.

წყარო: ptn.ge