სამარცხვინო და დამამცირებელია ომის ვეტერანების 22 ლარიანი სუბსიდია – ზურაბ ერქვანია

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი  მოადგილე, აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ერქვანია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ომის ვეტერანების 22 ლარიანი სამარცხვინო სუბსიდია ოკუპირებულ ქვეყანაში.
დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებიც როდესაც სამშობლოს დასჭირდა, წავიდნენ და საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოს. 22 ლარად ვუფასებთ ჩვენ მათ ამ თავდადებას? აპირებს თუ არა ასარჩევი, რომ გაიზარდოს თუნდაც სამარცხვინო 100 ლარამდე? 37 მილიონიღაა თურმე საჭირო… ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ყველა გაურბის… მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ომების დროს ამერიკა–ევროპაში იმყოფებოდნენ ძვირადღირებულ სასწავლებლებში და მივლინებებში… ვეტერანებმა ერთგულების ფიცი დადეს ღმერთის, სამშობლოსა და ერის წინაშე, და არა რომელიმე პოლიტპარტიის თუ მისი ბელადის წინაშე… არჩევნებზე ვეტერანთა ხმების დაკარგვის მაინც არ გეშინიათ?…