49 წლის შალვა მელიქიშვილი ამ დრომდე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. მას დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა.
მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.
“იმედინიუსი”