ყურბანასავით უნდა გაიქცე, ხმა მისცე და მერე მ@ღნერში იჯდე! ჭაობია საქართველოში! – დემურ გიორხელიძე

გასაცოდავებული ხალხის ლოგიკა “რკინისებურია”, – ნამეტნავად “რკინისებურია!”, ჩემო ბატონო:

“აბა, ვის მივცეთ ხმა, მეტი არავინ ჩანს,
სხვა არავინაა და…” ?
აი, ჩემმა მზემ: ოცნების ლიდრების გვარები ჩამოწერეთ,
მერე ოპოზიციის “ლიდერების” გვარები მიუწერეთ ქვემოთ!
გააკეთეთ?!
ხედათ რა გამოვიდა?! ?
ახლა ჩემი მ ი ნ ი შ ნ ე ბ ა:
დღეს საქართველოში 3,735 მლნ ადამიანია!
თუ ამ რიცხოვნობის ადამიანში დღევანდელი “ლიდერების” სწორი
(უი, უი, რა უბედური აზრია!)
და, მით უფრო,
მათზე გაცილებით მაღლა მდგომი
პოლიტიკური საქმიანობის უნარებით,
პროფესიონალიზმითა და
პასუხისმგებლობით,
200-ოდე კაცი არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე
(არადა, 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი მოიძებნება!),
მაშინ რა პრეტენზია შეიძლება გააჩნდეს იმ ხალხს,
რომელიც საკუთარ თავს, ოჯახებისა და შვილების
მომავალს ანადგურებს იმ გამანადგურებელი პოზიციისა და აზროვნების გამო, რაც აქვს დღეს?!
გადახედეთ თქვენს გარემოცვას – უახლოესსაც და ცოტა შორსმდგომსაც! ვერავის ხედავთ?!
მერე ამ დაკვირვებულმა ადამიანებმა ერთმანეთს არ შეგიძლიათ შეუთანხმოთ, თქვენი და სხვა გარემოცვებიდან ვინ უკეთ მიხედავს ამ ქვეყანას?!
არაფერი დაინახოთ! არც გსურთ!
მესმის თქვენი:
გვერდითმდგომი ვინაა, – არავინ!
ესაა სწორედ ტოტალიტარიზმის მთავარი სტრატეგია:
მთავარია “იგი”,
ხელთუქმნელი ბელადი,
მისი მითითებული კაცია მთავარი,
ყურბანასავით რომ უნდა გაიქცე და ხმა მისცე
და მერე მძღნერში იჯდე!
ასე, რომ ამ პოსტს მხოლოდ ერთი მიზნით ვწერ!
ღიად დავცინი ასეთ პოზიციას და რატომ დავცინი?!
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლშევიკებმა შეიმუშავეს ეს ტექნოლოგია: ხალხი ბელადს უნდა მორჩილებდეს, ერთმანეთს კი აფურთხებდეს, ეზიზღებოდეს და არაფრად მიაჩნდეს.
გასაგებია ახლა სად არის მენტალურად ის საზოგადოება,
რომელიც საქართველოში დღეს ჩამოყალიბდა?!
წესით, გასაგები უნდა იყოს! ?
p.s.
ჩემი ამ შენიშვნის მთავარი არსი ისაა, რომ
თუ ხალხში ასეთი ინტერესი ჩნდება, მაშინ
ის ადამიანები, რომელზეც ზემოთ მივუთითე,
საკუთარი ინიციატივით გამოვლენ პოლიტიკურ სცენაზე.
იკითხავთ: “ახლა რატომ არ გამოდიანო?”
იმიტომ, რომ არ უნდათ იმედგაცრუება და
არ უნდათ იყვნენ არსმოსმენილნი: როცა ადამიანებს მიშა/ბიძინას მეტი არაფერი აინტერესებს, სხვას დასცინიან და არაფრად მიაჩნიათ, იქ ის ჭაობია, რაც საქართველოში!

 

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში