ზაალ ანჯაფარიძე: ”ედისონ რისერჩმა” წინასაარჩევნოდ მორიგი სოციოლოგიური პუდინგი გამოაცხო

ზაალ ანჯაფარიძე: ”ედისონ რისერჩმა” წინასაარჩევნოდ მორიგი სოციოლოგიური პუდინგი გამოაცხო და მას უკვე ორი დღეა შეექცევიან.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება:

“ედისონ რისერჩმა” წინასაარჩევნოდ მორიგი სოციოლოგიური პუდინგი გამოაცხო და მას უკვე ორი დღეა შეექცევიან “ფანჩატურის ოპოზიცია” მათი სატელიტები. თან უნდათ რომ ეს პუდინგი, სინამდვილეში კი რუსული “ბელიაში” საერთაშორისო პარტნიორებს აჭამონ.

აბა რა იქნება, გუშინ გამომცხვარ ე.წ. “პოლიტიკოსებს” საბა ბუაძეს და ანა ნაცვლიშვილს რომ შეიყვან რეიტინგებში, და ოპოზიციის ვეტერანებს აწყენინებ, მარტო ესაა მოდელირება, სხვას რომ თავი დავანებოთ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, ცესკოს კლონირებიდან დაწყებული კვლევების მოდელირებით დამთავრებული, რომ ეგებ ამჯერად მაინც გამოაცხონ რაღაც, ისე რომ გვერდები არ მიეწვათ.

ან კი რანაირად უნდა აკრიფო რეიტინგი, როდესაც საარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად არ აწარმოებ, და მთელ დროს კლონირება – მოდელირებაში ხარჯავ.

წყარო: newposts.ge