COVID-19 ცხოველებში – ატლანტას ზოოპარკში 13 გორილა ვირუსით დაინფიცირდა!

ატლანტას ზოოპარკის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე გორილას ახველებდა, ჰქონდა სურდო და გამოხატული უმადობა. ჯორჯიის შტატის ვეტერინარულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან, 13 გორილას ინფიცირება დაუდასტურდა.

ზოოპარკის წარმომადგენელთა თქმით, გორილებს კორონავირუსი სავარაუდოდ ინფიცირებული მომვლელისგან გადაედო.

კარანტინის რეჟიმში გორილებთან ერთად მეთვალყურეობის ქვეშ ზოოპარკის თანამშრომლებიც დარჩებიან.

ატლანტის ზოოპარკის ადმინისტრაცია, იმედს გამოთქვამს, რომ გორილები უვნებლად გადაურჩებიან ვირუსს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან.

წყარო: newposts.ge