დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება 7 სექტემბერს გამოაცხადა.

ამავე გადაწყვეტილებით, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს შეიზღუდა კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის გამო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე როგორც სხვა საჯარო სივრცეებში, აუცილებელია პირბადის ტარება.