ექიმები ჯანდაცვის უწყებას მართვის პროტოკოლის განახლებისკენ მოუწოდებენ!

ექიმები ჯანდაცვის უწყებას კოვიდინფიცირებულების მართვის პროტოკოლის განახლებისკენ მოუწოდებენ.

კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის სახელმწიფო პროტოკოლი 2021 წლის მაისის შემდეგ არ განახლებულა. ჯანდაცვის უწყებაში დოკუმენტის გადახედვაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა სამინისტროს კლინიკური ჯგუფი ამ დრომდე არ მოუწვევია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დოკუმენტი უკვე მოძველებულია, ვინაიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება.

მათივე თქმით, პაციენტების მართვასთან დაკავშირებით, განახლებულმა პროტოკოლმა შესაძლოა ლეტალობის მაჩვენებელი შეამციროს.

წყარო: itv.ge