მარტო დაშინება, ჯარიმა, შოლტი და მათრახი არა, გავითავისოთ, რომ იცავს ბატონო ეს პირბადე და ვატაროთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისი თქმით, პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება, თუმცა, მხოლოდ ჯარიმა ვერაფერს შეცვლის და აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს მისი გამოყენების აუცილებლობა.

“მუნიციპალიტეტს აქვს თავისი საზედამხედველო ორგანოები, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით იყოს კონტროლი პირბადის ტარების აღსრულებაზე, მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი არა. უკვე 2 წელი გადის რაც ეს კოვიდი არსებობს, გავითავისოთ ყველამ ეს ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხი, რასაც პირბადის ტარება ჰქვია. ამდენს რომ ვამბობთ, იცავს, ბატონო, ამიტომ ვატაროთ ყველამ პირბადე,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“რუსთავი2”