პოზიცია-ოპოზიცია ერთი დიდი მთხლეა! მთხლედან არაყი მაინც გამოდის, ამათგან უბედურების მეტი არაფერი- ირაკლი დოჭვირი

როგორც ვამბობდით პოზიცია ოპოზიცია ერთი დიდი მთხლეა. მთხლედან არაყი მაინც გამოდის და მაგენიდან უბედურების მოტანის მეტი არაფერი გამოვა.

თაკო პადხალიმის ასული ჩარკვიანიც კმარა ამის დასადასტურებლად. ქალი ხან მიშისტია, ხან მიშას მაგინებელი. ხან მიშასთანაა, ხან მიშას მოწინააღმდეგეებთან. საიდანაც ელის პირად გამორჩენას იქაა. ეს ასწავლა მამამისმა პადხალიმ მთაწმინდელმა.
რას უნდა მოელოდე ასეთ პოლიტიკოსებიდან? თან ყველა თაკოს რომ გავს უკლებლივ. შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გიორგი გახარია, დავით უსუფაშვილი… მოკლედ რონალდოს შეშურდება კლუბების გამოცვლა ისე ესენი რომ იცვლიან პარტიებს და აზრებს.
თუ ვინმეა სუსურუკუს აღდგენა რომ უნდა მომწერეთ იმის ნომერი იმას მაინც მივცემ ხმას. მომინდა ერთი მეც ათ კაპიკიანი ბენზინი და ხუთ კაპიკიანი მგზავრობა.

 

ირაკლი დოჭვირი; სოციალური ქსელი