სროლა კეკელიძის ქუჩაზე – დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილიდან მიიმალნენ

გვიან ღამით სროლა იყო კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ორმა პირმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, კონფლიქტში მონაწილე პირები კი ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

წყარო: ptn.ge