უნდა ავირჩიოთ ისეთი მერი, რომელიც ჩმორი და მორჩილი კი არ იქნება, ცენტრალურ ხელისუფლებას სადაც საჭიროა უყვირებს, სადაც საჭიროა დაელაპარაკება – გიგი უგულავა.
წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ფოთში დევნილ მოსახლეობასთან ფოთის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან გიგი უგულავამ. შეხვედრაზე იმ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს რაც ფოთში და ზოგადად ქვეყანაშია შექმნილი. საუბარი შეეხო იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომელიც წლებია ფოთში არსებობს და მოუგვარებელია.
“ამ არჩევნებზე უნდა ავირჩიოთ ისეთი მერები, ამ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, რომელიც ჩმორი და მორჩილი კი არ იქნება, ყურმოჭრილი მონა, იმის “კაცის კაცი”, არამედ გააცოცხლებს აქ ცხოვრებას და სიტუაციას, ცენტრალურ ხელისუფლებას სადაც საჭიროა უყვირებს, სადაც საჭიროა დაელაპარაკება” – აცხადებს გიგი უგულავა.
წყარო: ptn.ge