“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია წერს;
“ბატონო გახარია,
ჯერ ერთი, გინდა ნაცმოძრაობის, გინდა მელიას და გინდა ვისიც გნებავთ ტერიტორიად მთავარი არხის გამოცხადება, სამარცხვინოა და ირაკლი კობახიძის და ვოლსკის კლასიკა. და ისევ მანდ თუ ხართ, არ ვიცი.
მეორე, ჩემთან პირისპირ ინტერვიუს, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო 19 სექტემბერს, დებატებით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ არ მოდიხართ, გასაგები იქნება, რომ ვერ ბედავთ, ისევე როგორც ვერ ბედავს კალაძე. ასე რომ, ამ მხრივ თქვენს შორის არანაირი განსხვავება არ იქნება, ისევე როგორც, ზემო პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – თქვენსა და კობახიძეს შორის.
დებატებს რაც შეეხება, ძალიაან თუ გინდათ ჩვენს არხზე გამოჩნდეთ ნიკა მელიას ფონზე, ნამდვილად არაა პრობლემა. უბრალოდ, ჩემთან ინტერვიუზე მოსვლის შიშს ეგ ვერ იხსნის. ჩათვლას ვერ მიღებთ მოკლედ
გმადლობთ ყურადღებისთვის.”
შეგახსენებთ, გახარიამ კიდევ ერთხელ მიიწვია დებატებში კახა კალაძე და ნიკა მელია და თქვა, რომ შეუძლია კალაძეს თავის ტელეკომპანია “იმედზე” შეხვდეს დებატებში და ნიკა მელიას თავის “მთავარ არხზე”.