“ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი, საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად.”
“როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის”. (დოსტოევსკი, “ეშმაკნი”)
ეს რომ თანამედროვრობაზე გადმოვიტანოთ- წარმოვიდგინოთ, რომ გლობალიზაცია არის, გლობალური მაშტაბის, “ახალი რელიგია”, “ახალი ღმერთი”, რომელიც, ცდილობს შეცვალოს, სხვადასხვა ერების თუ ხალხების წარმოდგენები და აღქმები სიკეთესა და ბოროტოებაზე და თავს ახვევს ამ ცნების განმარტების “საკუთარ ვერსიას”, რომელიც მისაღები “უნდა იყოს ყველასთვის”.
ამ პროცესებს, საბოლოო ჯამში კი მივყავართ იქამდე, რომ ქრება
ხალხიც,
ამ ხალხის რწმენაც ტრანსცენდენტულისკენ (უზენაესი ზნეობისკენ) და უმთავრესი-
საბოლოოდ ქრება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას სორის.
ანუ როდესაც ქმედებას არ “ზღუდავს”, საუკუნეობრივი, რელიგიური/ტრანსცენდენტული/ზნეობრივი მდგენელი და ის მხოლოდ გონებრივი და მეცნიერული მიდგომებიდან(მიღწევებიდან) გამომდინარეობს- ერთი და იმავე დროს, სიკეთე შეიძლება აღვიქვათ ბოროტებად და პირიქით- ბოროტება სიკეთედ.. ანუ მთავარი არ არის სად არის ჭეშმარიტება, მთავარია პროცესი..
და ამის მაგალითები, უამრავია ჩვენს გარშემო..
ამიტომ, ანტიგლობალისტურ მოძრაობას, გააჩნია როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ზნეობრივი მნიშვნელობა, ასევე წმინდა რაციონალური თვალსაზრისითაც- რომ არ გავქრეთ როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც იდენტობა, ეს მოძრაობა – ძალიან მნიშვნელოვანია..
რევაზ კილასონია; სოციალური ქსელი