მატლიანი ტკბილეულობა თბილისში! – მეწარმე ვადაგასულ ტკბილეულს, “დიხლოფოსს“ ასხამდა და რეალიზაციაში უშვებდა.
თურქული ტკბილეულის საწყობი სავაჭრო ცენტრ “ისთფოინტის” ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიას ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქციით ამარაგებდა.
მეწარმე ვადაგასულ ტკბილეულს, “დიხლოფოსს“ ასხამდა, რათა მატლები მოეშორებინა და შემდეგ რეალიზაციაში უშვებდა.
გადაცემა “სახალხო კონტროლის” ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და პოლიციამ საწყობი დალუქა და ვადაგასული, გაფუჭებული პროდუქცია ამოიღო.
წყარო: itv.ge