ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იხდის, საპატიმროს სავარაუდოდ დღეს დატოვებს.
ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზეზად კი კარგი ყოფაქცევა და დისციპლინა დაასახელა.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე 2017 წელს დააკავეს და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირს, ე.წ. რეკეტსა და თაღლითობას ედავებოდნენ.
“რუსთავი2′