ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ Kyodo ავრცელებს.

იაპონელი და სამხრეთკორეელი სამხედროების ინფორმაციით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური რაიონებიდან იყო გაშვებული და იაპონიის ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში დაეშვა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ ფხენიანის ქმედებები გააპროტესტა და ცდებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა უწოდა.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტები, რომელზეც მუშაობა 2 წელი მიმდინარეობდა.