მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ახლა რაღაც ტაბუა – მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. კი, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ ეს მე არ მიკრძალავს კონკრეტული კითხვების დასმას. როდესაც გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სად იყო მაშინ ხოჯევანიშვილი? როდესაც ეს ხალხი რაღაცას კეკლუცობს, მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როცა ეს ხალხი იყო იქ, სადაც იყო და ყველაფერს მართავდა, გადადგნენ სწორედ იმიტომ, რომ მელია არ დაეჭირათ. მე არ ვარ დღეს კანდიდატი, ამიტომ არ მეკუთვნის და არ მაქვს გახარიასთან დებატის უფლება, მაგრამ ამის დროც მოვა, თუ გადარჩა არჩევნების შემდეგ. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა და მინდა მოვუწოდო ყველა ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს – იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო! არსად არ მიდის ეს გზა“, – განაცხადა წულუკიანმა.
“იმედინიუსი”