ძალიან ბევრს ოპოზიციაში და ოპოზიციის მხარდამჭერებს ერთი სული აქვთ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდეს

ძალიან ბევრს ოპოზიციაში და ოპოზიციის მხარდამჭერებს ერთი სული აქვთ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდეს.

თუნდაც იმიტომ, რო მომიტრიალდნენ და მითხრან, ეს არის შენი ჩაწიკწიკებული რეფორმაო. ჩემი რეფორმა ხომ არ არის, მარტო მე ხომ არ მჭირდება, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ყველას გვინდა, რომ არჩევნების ღამეს გამოვიდეთ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ. ერთი ქვეყნის შვილები არ ვართ, გინდა მთავრობაში და გინდაც ოპოზიციაში. ვთქვათ, რომ მთავარია არჩევნები ჩატარდეს სანდოდ და პატიოსნად. ამ რეფორმით ყველანაირი საფუძველია ინსტიტუციურიც და სამართლებრივიც, რომ არჩევნები იყოს სანდო და არჩევნების დღე იყოს სანდო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

“იმედინიუსი”