ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი გოგოს მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ნუცა მძიმე სენს ებრძოდა. ახალგაზრდა ქალს 9 თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
– “რამდენ ტკივილს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა? დღეს, ჩემი ბავშვობა დავკარგე, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეე!!!!!
არ მჯერაააა, არ მინდა დავიჯერო რომ ყველაზე მხიარული ადამიანი გარდაიცვალა!
განადგურებული ვარ, მტკივაა, საშინლად მტკივა…
ერთმანეთს დავპირდით, თუ ამ საშინელ დაავადებას დააამარცხებდა, ორჯერ აღვნიშნავდით ხოლმე ნინოს დაბადებას.
რამდენიმე დღის წინაც ამაზე ვსაუბრობდით. გვინდოდა ერთად კიდევ ბევრი მხიარული, გიჟური დღე გვქონოდა, როგორც ადრე.
ერთი წამით არასოდეს გამივლია, რომ ის ვერ შეძლებდა და ვერ გადაიტანდა ამ ყველაფერს… იმდენად ძლიერი იყო, ისე იბრძოდაა…
ვზივარ გაშეშებული, გაქვავებული და ვიხსენებ კადრებს ბავშვობიდან, რამდენი რამ გადაგვიტანია ერთად, როგორი არანორმალურები ვიყავით, რამდენი კარგი დღე გვქონდა… ვწერ და არ ვიცი რას ვწერ, უბრალოდ მინდა ვწერო და ყველამ გაიგოს შენს შესახებ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ არ იმსახურებდი ამდენ ტკივილს, ტანჯვას…
შენნაირი ადამიანები არ იმსახურებენ ასე ადრე წასვლას. საშინლად დამძიმებული ვარ.
ჩემს გულში ყოველთვის დიდი ადგილი გეკავა, ბავშვობიდან ჩემი გულის ნაწილი იყავი.
ახლა ნამდვილად უკვე ანგელოზი ხარ და ვიცი რომ იქ, სადაც ხარ, ყოველთვის ილოცებ და დაგვიცავ.
ჩემს სიყვარულს შენდამი გარდაცვალება ვერ შეცვლის, ცაზე ერთ ვარსკვლავს ამოვირჩევ და ის ვარსკვლავი შენ იქნები…
მიყვარხარ” – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.
წყარო: itv.ge