ეს სუს-ი არაა, უფრო არის სსს – სახელმწიფო საშიშროების სამსახური – მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილებში მასსა და მის ძმას, შორის საუბარია ასახული.
მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, კონსტანტინე ჭინჭარაული ადასტურებს, რომ სუს-ის გავრცელებულ ფაილებში მასსა და მის ძმას, შორის საუბარია ასახული. ამის შესახებ სასულიერო პირი TV პირველთან საუბრობს.
საუბარი შეეხებოდა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრობლემას ეხებოდა, ხოლო დახმარებისთვის მან ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
“ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს. დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის და ვთხოვეთ უბრალოდ დახმარება. […] როგორც გამოიკვეთა, უფრო სუს არ არის, უფრო არის სსს – სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა. სახელმწიფო საშიშროებად არის გადაკეთებული” – აღნიშნავს სასულიერო პირი.
წყარო: ptn.ge