მოინანიეთ ცოდვები, მოუბოდიშეთ უწმინდესს, გარწმუნებთ, აუცილებლად შეგინდობთ და ჩაგიკრავთ გულში! – ლაშა ამირეჯიბი

ლაშა ამირეჯიბი ნიკა გვარამიას სოციალური ქსელით მიმართავს:

ნიკოლოზ ბატონო! რამ გაგამწარათ ასე. 99%-თ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ პროვიკაციული სცენარი ქარელში თქვენი მოფიქრებულია. რამ გაგამხეცათ ასე და რამ გაგაბოროტათ? რას გიშვებათ ან რით ყავხართ გამობმული ძაღლისშვილ სააკოვს, რომ რასაც უნდა, იმას გაკეთებინებთ და გალაპარაკებთ.. თვითონ არხეინად არის წამოგორებული კიევში და მაგრად ჰკიდიხართ მთელი თქვენი ტელევიზია ერთად თუ ცალ ცალკე აღებული. გამოგივათ რამე, ხომ კარგი და შეგაქებთ. თუ ჩაისვარეთ, ერთი მაგრად შეგიკურთხებთ დამსმელ დედას და გააგრძელებს კოტრიალს ..არ ადარდებს არც თქვენი ბედი და არც თქვენი დაბეგვილ-დალილავებული თანამშრომლების.

თქვენივე თანამშრომლებს, ამ საწყალ პატარა გოგო-ბიჭებს მტრად გადაექეცით. მტერი თუ უზამს, იმას რასაც თქვენ მათ უკეთებთ..საწყლები, რაღაც ჯამაგირის გულისთვის იხტიბარს არ იტეხენ და ვირებივით გემსახურებიან. ვერ გრძნობთ, რომ აღარ გიმართლებთ და აღარც თქვენი დაწერილი თუ უცხოეთში ნასწავლი ნაც-ზონდერული პროვოკაციული სცენარები ამართლებს? შეიძლება ყოველ დღე თქვენი გამოისობით ზარალდებოდნენ… თქვენი შვილები და თანაშრომლები? (ესენი ხომ ჩემი შვილები არიანო)..ამ თქვენს ე.წ. შვილებს ხან ვის აბეგვინებთ და ხანაც ვიღაცეებს თითქოს და აყრევინებთ აივნებიდან. პროვოკაციების მამა კი ხართ, მაგრამ სამწუხაროდ დაგიძველდათ მეთოდები!. შეეცადეთ სიკეთე აკეთოთ! კეთილი გახდეთ, ეკლესიაში იაროთ, მოინანიოთ თქვენი უბადრკი ცხოვრებიდან აკრეფილი აუარება ცოდვები.მიდით, მოუბოდიშეთ უწმინდესს. გარწმუნებთ, აუცილებლად შეგინდობთ და ჩაგიკრავთ გულში! თქვენ თავზე თუ არ ფიქრობთ, შეეცადეთ, იფიქროთ თქენს მონაგარზე და ოჯახის წევრებზე, მშვენიერ მეუღლეზე და თქენს გადასარევ შვილებზე, რომლებიც გეზრდებიან და ხვალ ამ ქალაქში უნდა იცხოვრონ.. ეს ყოველდღიური ბოროტება, სისატიკე ძალიან ცუდად შეიძლება შემოგიბეუნდეთ. დილით იღვიძებთ და იმას ფიქრობთ, როგორ ატკინოთ ადამიანებს გული..გაუფრთხილდით. ნუ გადაყვებით და ნუ გადააყოლებთ მხდალსა და მშიშარა იდიოტს თქვენ თავსა და თქვენიანებს.

ამ წერილს ყოველგვარი ბოროტების და ნიშნის მოგების გარეშე გწერთ. თქვენი შესაძლებლობები და ნიჭი კეთილს და სასარგებლო საქმეს მოახმარეთ. რაღა ამ უკუღმართობაში იხარჯებით თანაც ფუჭად! ღმერთი მოწყალეა!