სააკაშვილი პოლიციელებს: ვიცი, გაიძულებენ ყველა მოქალაქის ჩაწერას რაც პოლიციელის ღირსებისთვის დამამცირებელია.
“მინდა, მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს, განსაკუთრებით ამ ბოლო სკანდალების ფონზე, როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესისა და კანონის დარღვევით, პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის, რადგან პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს და ასეთი რამეები კანონით რეგულირდება.
ვიცი, რა სიტუაცია გაქვთ. ვიცით, რომ „ოცნების“ მხარდამჭერ კრიმინალებს არ გაკარებინებენ ხელს, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მოგცემთ ნებართვას, ასე იყო ავსტრალიელის მკვლელზე და უამრავ სხვა ადამიანზე. ვიცი, რომ ყოველდღიურად გიხდებათ საქმის ქონა „ნარუშნიკების“ მქონე კანონის დამრღვევებთან, ვიცი, რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს, როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი „გაიშნიკებით“ მოძრაობის რეგულირებას, ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე” – აცხადებს სააკაშვილი.
წყარო: ptn.ge