საფრანგეთმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი გაანადგურა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრაუი, საჰარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ფრანგული ძალების მიერ ლიკვიდირებულია. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა საჰელში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.