ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში გაგზავნა მისია, რომელიც მხოლოდ მოყვარული, არაპროფესიონალი ასტრონავტებისგან შედგება.
კანავერალის კონცხიდან ხომალდით Dragon-ი ორბიტისკენ გაემგზავრა 4 კოსმოსური ტურისტი – მისიის დამფინანსებელი, 38 წლის ამერიკელი მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, 29 წლის მედდა ჰეილი არსენო, 51 წლის გეოლოგი სიან პროკტორი და აშშ-ის არმიის ვეტერანი, 42 წლის ინჟინერი კრის სემბროსკი.
მისიის სახელწოდებაა Inspiration4, მისი მიზანი კი 200 მილიონი დოლარის შეგროვებაა მემფისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის St. Jude Children’s Research Hospital. სწორედ აქ განიკურნა ბავშვობაში ძვლების სიმსივნისგან ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.
საჭირო თანხა სტარტამდე ნახევარი საათით ადრე შეგროვდა.
წყარო: newposts.ge