თეა წულუკიანმა თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში მოხვდა ნეტგაზეთის ჟურნალისტ ნინო ბიძინაშვილის სატელეფონო საუბარი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიასთან.

აკაკი ნემსაძე, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომელია, კოლეგებს ატყობინებს, რომ ნინო ბიძინაშვილი მიტროპოლიტთან სატელეფონო საუბრისას დაინტერესდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ შაკო ბარამიძეს, რომელიც “გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” სასულიერო პირი იყო, აუგებენ თუ არა წესს მართლმადიდებლურად. ფაილებში ციტირებულია სასულიერო პირი, რომელიც ამბობს: “მაგათ ხომ ჰყავთ თავიანთი მღვდლები და ეპისკოპოსები, ხოდა აუგონ წესი”.

აღნიშნული საუბარი ნამდვილად შედგა ნინო ბიძინაშვილსა და ეპისკოპოს საბას შორის 2019 წლის 11 ნოემბერს. გამოჟონილ ფაილებშიც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომელი კოლეგებს ამ საუბრის შესახებ სწორედ 11 ნოემბერს ატყობინებს.

ახალი ამბავი ნინო ბიძინაშვილის ავტორობით იმავე დღეს გამოქვეყნდა და ის სწორედ “ბიბლიური თავისუფლების” გარდაცვლილი წევრისთვის რელიგიური რიტუალის ჩატარებას ეხება:

 

“რეზონანსი”