ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლის და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლის ნიკა კვარაცხელია გუშინ 15 სექტემბერს დაჭრეს.
“რეზონანსი”