სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებმა შვილს მისი პორნოკოლექციის განადგურებისთვის 44 941 $ უნდა გადაუხადონ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებმა შვილს მისი პორნოკოლექციის განადგურებისთვის 44 941 $ უნდა გადაუხადონ.
მიჩიგანელმა მოსამართლე პოლ მელონიმ ცოლ-ქმარი დაავალდებულა 30 441 დოლარი გადაუხადონ შვილს მისი პორნოკოლექციის განადგურებისთვის.
43 წლის დევიდ ვერკინგი ცოლთან გაყრის შემდეგ თავისი მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ათი თვე დაჰყო. მშობლების ბინიდან გადაბარგებულმა დევიდმა აღმოაჩინა, რომ არსად ჩანდა ყუთები, რომლებშიც ის პორნოფილმების და პორნოჟურნალების კოლექციას ინახავდა.
დევიდი მშობლებს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მისი პორნოკოლექცია მათ მიერ ნაგავს იქნა გაყოლებული. დევიდის აღშფოთება მშობლებს სასაცილოდ მოეჩვენათ.
– “გულწრფელად რომ ვთქვათ, მე შენ დიდი სამსახური გაგიწიე ამ ყველაფრის მოშორებით” – მიწერა დევიდს მამამ ელექტრონული ფოსტით.
მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეების მტკიცება იმის შესახებ, რომ მათ, როგორც სახლის მეპატრონეებს, ჰქონდათ უფლება „გაენადგურებინათ ის ქონება, რომელიც არ მოსწონდათ” და დაადგინა, გადაუხადონ შვილს 30 441 $ ქონების განადგურებისთვის და 14 500 $ ადვოკატის მომსახურებისთვის.
წყარო: ipress.ge