ერთ-ერთ ვარიანტად, სააკაშვილის ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოსვლა განიხილებოდა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოსვლას და მათ „დამცავ ფარად“ გამოყენებას აპირებდა.

„გარკვეულწილად გამართლდა ვარაუდი, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოსვლა და მათი დამცავ ფარად გამოყენება.
ვფიქრობ სტრასბურგში სააკაშვილმა სწორედ ამ ვარიანტს მოუსინჯა კბილი, და მიიღო შესაბამისი პასუხიც, რაც დიდწილად აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას მის მიმართ,“ – წერს ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა.

 

“ალია”